როგორც დღეები იკლებს...


როგორც დღეები იკლებს ზამთარში,
გრძნობებმაც თითქოს იმგვარად იკლო
და აღარ გვახსოვს არცერთს ოდესმე
ჩვენს შორის რამე წმინდა თუ იყო

და ვცხოვრობთ ისე როგორც ვცხოვრობდით...
ვტირით, ვიცინით, ვმალავთ იარებს
და გამუდმებით ვხვდებით ქუჩაში,
ჩვენებრ იდიოტ ადამიანებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი