დარჩი არ მინდა გაცილება...
დარჩი არ მინდა გაცილება, თორემ ხო ხვდები მერე დადგები კარებთან და უნდა უსმინო როგორ ჩავდივარ კიბეებზე, როგორ ვყოვნდები, რომ მოვუკიდო სიგარეტს და ოდნავ უტვინო გაბრუებული თავი გავყო სადარბაზოდან. თან მივაყოლო სხელი და ფიქრთა არმია, შენ კარგად იცი თუ რა არის ჩემი საზრდო და როგორ მაწუხებს ჩვენი ქვეყნის ანომალია. დარჩი არ მინდა გაცილება, დარჩი ჯობია, ბედი თავისას უკითხავად მაინც ასრულებს, ჩვენ ბავშვობიდან საშინელი გვახრჩობს ფობია მუდამ უნდობლად, რომ ვაყოლებთ თვალებს წასულებს. ნდობა ხიდია, თუმც ნდობაზე არ მაქვს აქცენტი, ისე კი წასვლით სამწუხაროდ ხშირად მიდიან და გაგყიდიან ას დოლარში თუ სულ ათ ცენტში გრძნობა ერთი გაქვს დამიჯერე როცა გყიდიან. ხდება რა აღარ თავს და ბოლოს ვინ რას გაუგებს, ზოგჯერ ჯიბეში აქეთ დებენ ჯიბის ქურდები, ახლა დარჩი და ნუ შეუშვებ გულში აუგებს, დარჩი ხომ იცი უსათუოდ დაგიბრუნდები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი