თაროდან დამცქერის წიგნების...


თაროდან დამცქერის წიგნების არმია,
ღამეა ოთხ საათს აკლია წუთები,
იმდენად დამჩემდა ხმამაღლა ფიქრი რომ
ჩემივე თავისგან თავადვე ვწუხდები.

ვიხსენებ რას აღარ, ნაპოვნს თუ დაკარგულს,
ტვინს ვტენი მრავალჯერ გასროლილ აზრებით,
გამხელილ გრძნობებზე პასუხი მაკვირვებს –
თქვენ მხოლოდ უბრალო რიგითი ბრძანდებით!

თითები არ მყოფნის იმ ხალხის სათვლელად
რომლებზეც წლებია რაც აზრი ვიცვალე,
რამდენი ცოცხალი დღეს ჩემთვის მკვდარია,
ზოგისთვის კი თავად მე გარდავიცვალე.

და მაინც ჩვეულად მიდიან დღეები...
საკუთარ სტროფებში შტერს ვხედავ (ხან ჭკვიანს)
სიგარეტს ვაყოლებ რითმებთან თამაშს და
კვლავ ვუსმენ ყოველდღე ირაკლი ჩარკვიანს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი