შვილიშვილს
დათუნას წყალს მასმევს უკვდავებისას, ფიალებით და კოკებით... ამ სასწაულის შემყურე, სად წავალ, როგორ მოვკვდები! დღე გაშპა თამაშ-თამაშით, შინ დაღლილები მივედით, ის ჩემი გადამრჩენია, მავსებს ხალისით, იმედით. გული სულ მისკენ მიმიწევს, ვერსად ვძლებ, სახლში რომ მიცდის, მადლობა უფალს ამგვარი სიხარულების მოგვრისთვის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი