არც ცოლის ...
არც ცოლის მჯერა, არც შვილის, არც მეგობრების მჯერა, ვზივარ და გასამგზავრებელ ჩოხა-ახალუხს ვკერავ. სამოთხის კართან დამხვდება ჩემიანების გუნდი, მკერდზე ვემთხვევი მამაჩემს, ამაყს, გულუხვს და გულდიდს. რამ მოგიყვანა? _ წარბშეკვრით საყვედურს მკადრებს დედა, დედის გარშემო სულმნათი ანგელოზები სხედან. აუ, რამდენი ყოფილხართ, ჩემი სისხლის და ჯიშის, ამაოდ მქონდა აქ მოსვლის უჟმურშეყრილი შიში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი