გაიცინა ...


გაიცინა ლაზმა
ირონიულ ქვეტექსტით,
_ ამ პატარა სოფელს
რას მისცემსო ეს ლექსი.
_ რა ვიციო, _
ვუთხარ და
მარცხნივ გავიხედე,
ამშვენებდათ ცრემლები
ქალწულებს და დედებს.

ერთმა მანდილოსანმა
ჩამოიღო ფანდური,
ლაზიკაზე იმღერა
სევდიანი ქართულით.

აგვაცრემლა და უცებ
მოსძრა ლხინის თარგზე,
_ კიდევ ერთი ლექსი
დაწერეთო სარფზე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი