გარდაცვალების დღეა


გარდაცვალების დღეა
სულზე უტკბესი მამის,
გული წუხილის ტყვეა,
სული სავსეა შხამით.

ვერც წლებმა უსალბუნა
მამის დახარჯვის ტკივილს,
სევდა-კაეშნის ბუნაგს
შევეხიზნე და ვტირი.

თვალებით მთხოვდა ექიმს,
თვალებით მთხოვდა წამალს,
ჩემი გულადი მამა,
ჩემი ამაყი მამა,
ჩემი გულუხვი მამა.

ახლა საფლავთან ვდგავარ
ცრემლებით სავსე სურა
და ვეფერები წყნარად
გრანიტზე ნახატ სურათს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი