დარდი მხრავს


დარდი მხრავს,
დავალ უდარდელივით,
შემომეჩვია გულზე ჭვალვა ჭრელი გველივით.
ვის გავუმხილო,
ვის ავკიდო ეკალ-ბარდები?!
ყველას თავისი, მეტ-ნაკლებად, არყევს დარდები.

რომც გავუმხილო
მიმტანია ვინმე გულამდე?!
ვიხსენებ იმ დროს, ერთმანეთზე როცა ზრუნავდნენ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი