მოსაწყენი გახდა ...
მოსაწყენი გახდა ბონი, დამავიწყდა ვენაც მალე, მენატრები უკვე, მგონი, საქართველოვ, გენაცვალე! საქართველოვ, გენაცვალე! შენს წალკოტში ტანჯვა მიჯობს ამ ევროპულ რია-რიას, თუმცა ხშირად დედინაცვლობ, მაინც, მაინც დედა გქვია. დედა გქვია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი