სამშობლოს გამო ...
სამშობლოს გამო მქონდა ჭრილობა, წყენაც, ტკივილიც ვმალე, ახლა შენ აკლდი ჩემს უძილობას, დარდით დაბინდულ თვალებს. რომც მოგეფერო, რომც გაღიარო ჩემი სიმღერის ლიბოდ, ისევ და ისევ გულნაღვლიანმა გული გულდაგულ ვქლიბო, _ ვერ მოგიპოვებ, შენი წადილი სხვა მზეს, სხვა სივრცეს ერთვის... რა ლამაზია მაინც ამ დილით... ვფიქრობ, სულ ვფიქრობ ჩემთვის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი