არ ვიცი რა მიხარია
ბათუმი თოვლით აივსო, სულში მზე წევს და დარია, ვსვამ, გადღეგრძელებ, ვხალისობ, _ არ ვიცი, რა მიხარია. ნუგზარის ბოლო მოეღო, რამინიც კარგა მთვრალია, ხაბაძე ფხიზლობს, ღვინოში ქედმოუდრეკი ხარია. კაფეში თბილა, ქუჩაში თოვს, თანაც ცივი ქარია, ვსვამ, გადღეგრძელებ, ვხალისობ, _ არ ვიცი, რა მიხარია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი