ბორჩხაში
გავშინაურდით, გავიკრიფეთ სიტყვის მტევნებად, დიასახლისი დედასავით თავზე გვევლება. უერთმანეთოდ დავღლილვართ და ცრემლად ვქცეულვართ, ასე შOრიშორ როგორ გაძლოს ერთმა სხეულმა?! იყო კითხვები, გახსენება _ პაპის, დიდედის, ჭოროხს ეფინა სასწაული სხივი იმედის. ვივაზირეთ და _ მასობაში კიდეც გათენდა... სისხლის ყივილმა გააღვიძა გული ქართველთა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი