ბორკილად მადევს ავტონომია
სამასი წელი მკლავდნენ მორკინალს _ სულს მიმღვრევდნენ და ახლა მოვკივი! ბორკილად მადევს ავტონომია, დედათბილისო, ამხსენ ბორკილი! სამასი წელი მკლავდნენ მორკინალს, სულს მიმღვრევდნენ და ახლა მოვკივი! მეც უნდა მეცხოს მცხეთის მირონი, მტერმა ვერ შეძლოს ჩვენი გარჩევა, მწარე წარსული სავსე გმირობით გიხმობდა დედას გადასარჩენად, მეც უნდა მეცხოს მცხეთის მირონი, მტერმა ვერ შეძლოს ჩვენი გარჩევა. თუ შვილს ეძებდი მტერთან მორკინალს _ მტერი ვძლიე და მწარედ მოვკივი, ბორკილად მადევს ავტონომია, დედაშვილობას, ამხსენ ბორკილი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი