გენო კალანდიას
ცალი წარბი მოღუშვია, თვალებს უღლის ელდა, მისი გული სოხუმშია, _ ვერ გათბილისელდა... დაგინახავს, გალაღდება, უკუიყრის სევდას, ვეღარ გაწუწურაქდა და _ ვერ გათბილისელდა. მეგობრობა გზად და ხიდად, _ სულ ეს სიბრძნე სდევდა, ფაიზაღი კოლხია და ვერ გათბილისელდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი