დავითმა წარვლო ჭოროხი
დავითმა ხუფთით წარვლო ჭოროხი და უგრძნეულოდ დაეცა თურქთა. '`ქართლის ცხოვრება" როცა სული მთხოვს ტყეს და მდინარეს, როცა ქალაქში ვერ ვძლებ, მოვინახულებ პირმომცინარეს – ჩემს უძვირფასეს ერგეს. დავითმა წარვლო ჭოროხი, თურქს დაეცა და თბილისს მიბრუნდა გამარჯვებული, როგორც ვარსკვლავი დილის. აქ, ჩემს სოფელში, ღმერთის ტოლს მეფე-ბრძენს აუვლია, ჭოროხი რიდით დამშრალა, სხვა წყლებსაც დაუკლია, ტყეს მოდებული ხანძარი შებერვით ჩაუქრია. სოფლის ამბავი უკითხავს, ტაძარი აუგია, ყმებთან წირვაზე დამდგარა, სანთელი აუნთია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი