ვეფერები თვალებით


ვეფერები თვალებით
ზღვის, მიწის და ცის ფერებს,
ხვალ დასაწერ ლექსებს და
ხვალ დასაწერ სიმღერებს.

ყველამ ყველაფერი იცის
ყველაფერის გარშემო,
მადლობა ღმერთს, არ მოვმკვდარვართ,
ღმერთს მადლობა, ვარსებობთ.

ვინ შეგარგებს სიცოცხლეს -
სიყმაწვილეს, სიბერეს,
იჯდე, შენთვის ხატავდე
ზღვის, მიწის და ცის ფერებს.

მამის სამყაროდან ვიხედები
ცრემლით გიხსენებ, მამაჩემო,
გულში ტკივილად ჩანაჭედო.
საბედნიეროდ, მე ვბერდები

და არა ჩემი იმედები,
საკუთარ სულში ვერ ვჩერდები,
შენი სამყაროდან ვიხედები.
აქ ყველაფერი მკაცრია და

თვალები სევდით დამეღარა,
სამშობლოს დარდი მაცვია და
ტარებით გული დამეღალა.
ცრემლით გიხსენებ, მამაჩემო,

გულში ტკივილად ჩანაჭედო.
ამნაირი სამშობლო
სჯობდა სულ არ მეხილა
შვილებს არ დაეკორტნე,

დაგაკლებდა მეხი რას?!
პანტაც ჰყვავის, პანტასაც
თავი მოაქვს ხეხილად,
ამნაირი სამშობლო

სჯობდა სულ არ მეხილა.
სიძულვილი სიყვარულს
სუროსებრ ჩაგრეხილა,
უზნეო და უვიცი

იხსენება კეთილად,
ამნაირი სამშობლო
სჯობდა სულ არ მეხილა.
ბოროტება ბოგინობს

მეწყერ-ზვავ-ქარტეხილად,
სწრაფვა გადარჩენისკენ
სულში ამოკვეთილა,
ამნაირი სამშობლო

სჯობდა სულ არ მეხილა.
სჯობდა სულ არ მეხილა!
სჯობდა სულ არ მეხილა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი