ვცნობ ქართველებს ღიმილზე
სხვა სიყვარულს რა უნდა, თუკი გული გულობს... ბორჩხა ქედას მაგონებს, ართვინი კი _ ხულოს. აჩუქურთმებს დილის მზე სოფლებს სასწაულად... ვცნობ ქართველებს ღიმილზე და ვეხვევი ძმურად. კაცი ხულელს ჩამოჰგავს, ქალბატონი _ ქედელს, ქართული იავნანათი გამოუზრდიათ დედებს. ჟამმა ვერ გახრა სიმუხთლით მშობლიურ სიტყვის ჯადო, მოდიან, მეფერებიან, _ ჩვენებური ხარ მთლადო. მეც ვეფერები გულგახსნით და ქართველობას ვუქებ ხოფელ, ბორჩხელ და ართვინელ თვალებსაცერა გურჯებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი