ზაფხული ერგეში
ახლა აქ ყოფნა შვებაა, რწმენა ამოდის მიწიდან, მთები ხომ მიყვარს, _ ეს წყალი, ეს სიმყუდროვე მიზიდავს. აქ რო ვარ, ასე მგონია, კეთილმა სძლია ბოროტი, აქ ყველა ჩემი ტოლია, მიერთგულებენ ბოლომდი! გამაღვიძებენ ჩიტები, დარდს ამომკენკვენ გულიდან, გამალაღებენ, დამღლიან სამშობლოს სამსახურითა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი