ჭორის სურნელი
ჭორაობდნენ ჭორიკნები, ჭრიჭინებდნენ ჭრიჭინები, ამოხოცეს ჭორის ნებით გალავნის და ბჭის გმირები. ფოთლებს მოსწყდა სევდის წვეთი, ჟამი იყო მიძინების, სხვა რა იყო ამის მეტი _ ჭრიჭინებდნენ ჭრიჭინები. აღაზევეს აღმა ერთი, ჩამოართვეს სხვას ჩინები, რაღა იყო ამის მეტი _ ჭრიჭინებდნენ ჭრიჭინები. ჭაჭანებდნენ ჭის გარშემო ჭინკები და თხუნელები, იჭვრებოდა, იშლებოდა ჭორი ჭარბი სურნელებით...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი