არასწორი ადრესატი


მე სხვებს ვუკითხაც ლექსებს, რომლებიც,
მხოლოდ და მხოლოდ შენთვის დავწერე,
ალბათ ამიტომ ვერ ვგრძნობ ვერაფერს,
ტაშს რომ მიკრავენ, ანდა მაქებენ.

მე ამ ლექსებით ვაცოცხლებ იმედს,
თავს ვირჩენ ამ გზით შენგან ეული,
და ვნატრობ იქნებ ამ ხალხში ერთ დღეს,
შენც იჯდე ჩემით გარინდებული...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი