მეორედ წასვლა


შენ კი წახვედი დამტოვე ახლა,
მაგრამ ოდესღაც, შევხვდებით ისევ,
მაშინ ერთმანეთს შევატყობთ დაღლას,
ცხოვრების ტვირთი დიდხანს რომ ვზიდეთ,

ჩვენთვის საწყენი გახდება ის რომ,
გრძნობის მაგიერ, დაგვღალეს წლებმა.
და მივეცემით ოცნებებს თითქოს,
სულ არ მომხდარა ის განშორება,

მაგრამ... ცხოვრება ჯიუტი არსით,
მოითხოვს აწმყოს რეალურ აღქმას,
ამიტომ ისევ, თუმც სულ სხვა განცდით,
შევყურებ მე შენს, მეორედ წასვლას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი