მისალმება


დალუქულ ფილტვებს ვუმალავ ღერებს 
რომ წყურვილისგან იქნებ დაიხრჩონ
დაკარგულ წუთებს ვუპოვი დღეებს 
მოგონებებმა თან რომ წაიღონ 

მილებიც დასკდა არღვევს ჯებირებს
თავის უფლებებს გადააჭარბეს 
თავიდან თითქოს ნაკადულს გავდა
ახლა ქუჩებსაც გადაიბირებს 

ვეძებ ქაღალდებს ბუნკერში ნაგვის 
გადაყრილ სიტყვებს ვკინძავ ლექსებად 
დროის ისრები სადღაც რომ გარბის
მიტოვებულნი იქცნენ მხეცებად 

ღამეც არიშლის გითრევს და გისხამს
უძირო სირჩას გივსებს პირამდე 
ცა კი ვარსკვლავებს ნელ-ნელა ისხამს 
თავის გატანა გიჭირს დილამდე 

მაჯის ცემაში სათვალავს ვკარგავ 
გზაჯვარედინზე ფიქრების რიგში
აქ სიმარტოვეს ვეღარსად ნახავ 
ვიწყებთ თავიდან 
გაკვამლულ ზიზღში

მივაწვდი ერთ ღერს და ერთ ჩასუნთქვას 
რომ  სტროფს დაეტყოს გამოცოცხლება 
დავხუჭავ თვალებს აფრების მზგავსად
ზღვიური ქარიც მე მესალმება

დ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი