მაგნოლია
შედგენილ სიებს ამოწმებს ვფიცავ დროა მკვლელობის და დროა განშორების ფირზე დატანილ პეიზაჟს ვიცვამ ერთი ფინალია ყოველ განშტოების ვიწრო ბილიკია შენი განსაცდელი გზად კი სიმარტოვის გრძელი სტროფებია ხვეტავ საფეხურებს მაგრამ ვერას ხდები ისევ სონეტების ძველი ნოტებია უცხო დარვიშების გუნდში გაერევი მუქი საფარი და მწკრივში მაგნოლია წამით შეგაფხიზლებს ზალპი ქვემეხების იქაც არ მიგიღეს,რწმენა არ გქონია მოსჩანს ჰორიზონტი,ტალღებს აჰყოლილი მოსჩანს ნანგრევები ძველი ხომალდების თვალწინ გესახება თითქოს დასასრული გზად კი ქარბუქი და ეკალ-ბარდებია მზერა შეხვედრების გახდა უსახური იწვის სიები და ჭკნება მაგნოლია დ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი