რადგან იმ კუთხის ყვირილი ისმის


შეფოთლილ ხეებს გააქრობს ნისლი
ფილტვებს კი ქარი არაცლის სუნთქვას 
სადღაც კუთხეში ვიღაცა ყვირის 
სადღაც კუთხეში ვიღაცას უყვარს 
მტვრით დაფარული მოგონებები 
სულის შებერვით გამახსენდება 
წვიმდა და ისევ მოლანდებები 
თითქოს აჩრდილად წინ მესახება 
ტყუილებით ვირთობ მარტოსულ დღეებს
მერე სიმართლეს დავეძებ მათში 
გიჟის პერანგებს შევმატებ ფერებს 
სადილს დავტოვებ, მივირთმევ გზაში
მიმიკებისგან დაღლილი სახე 
ნაოჭებიანს წლებს ითვლის მწარეს 
დილის ნიავიც სევდიან ჰანგის
მდუმარე ხმებით აყრუებს არეს 
ფილაქანს ისევ აუდის ალი 
ხალხის სიჭარებეც უცხოა თითქოს 
რადგან იმ კუთხის ყვირილი ისმის 
ფილტვებს იმ კუთხის ყვირილი ახრჩობს


დ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი