À Paris


ბრენდის კოლოფით რომ შევფუთავ უფილტრო ღერებს 
და მოსაწევად გამოვალ გარეთ 
წვიმის წვეთებით დამიკრავს ზეცა 
ოვაციებით შემვხვდება ღამე

მე მუსაიფი გავაბი მასთან 
ვარდების ბაფთა À Paris
თითქოს ეს რითმი რაგაცით მგავს და 
წიგნის თაროზე ვინახავ თარიღს 

პიჯაკსაც ამჩნდა ის სიმარტოვე 
"M"ის ნაკეცები ლაბირინთს გავდა 
რომ შეგიტყუებს მერე კი მაინც 
არაფერს გეტყვის სურნელის გარდა


კოლოფს სიზუსტით მოვაცლი აქციზს 
ხელში დაგორგვლის შევყვები თამაშს
თავს არ ვიტყუებ, ჯახუნი კარის
დღესეც იქ წავალ, იქ À Paris

დ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი