გურია
"სიყვარული ყველაზე დიდი ნიჭია, რაც კი ღმერთმა ადამიანს უბოძა ... და უბედურია ის კაცი, ვინც ამ ნიჭის გარეშე წავა ამ ქვეყნიდან" – "კუკარაჩა" გურულებს სხვანაირად გვიყვარს სიმღერა როცა გვეტირება, ტირილი როცა გვიხარია, სიცილი როცა გვიჭირს, ხუმრობა როცა გვტკივა გული და გვჯერა ჭინკების ღამით მეზობლის ძაღლის ყეფა რო ათრობს ადესით სტუმრებს ბებიას წყევლით დალოცვილ ბაღნებს აბდალა ზღაპრებს და მაინც ქალებს ვადარებთ ცას და მარტო ჩვენ გვიყვარს უბრალოდ ცაში ფუტივით გრძნობებს სიმღერით ლექსებს უსიტყვოთ რო ვწერთ ჩვენ გვიყვარს ასე როგორც ცა ბავშვებს - რა ფერისაა ცა, სოსოია? - ლურჯია ცა, ხატია! - ლურჯი თვითონ რა ფერია?.. - მკითხა ხატიამ. დავფიქრდი. - ლურჯი რა ფერია, ხატია, და ცისფერია...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი