სიკვდილი გოლიათისა


ვერ ნახავ მისებრ მეომარს, ძალღონით არს იშვიათი
ფილისტიმელთა მოდგმისა, შთამომავალი დიადი
გაზრდილ-გაწვრთნილი საომრად, კაციჭამია ფრიადი
ვინც ღამით შეხვდა მას მტრადა, ვერ ნახა მან განთიადი

მოაბიჯებდა რისხვითა, სისხლთა დაქცევა სწყუროდა
ხელს შეიმოქნევს-გაიქნევს, მოგეჩვენება უროდა
მის შემხვედრს ბედი არ სწყალობს, მის ძარღვთა სისხლი ხუროდა
რად შობა დედამ ამ ქვეყნად, რადა ქნა უბედუროდა?!

მრავალჯერ გამარჯვებულსა, გული აქვს გაქვავებული
კაცის სიცოცხლეს მისთვისა, ბუზის ფასი აქვს დებული
ყველა დამარცხდა ვინც იყო, მეტოქთა ქვეყნის ქებული
სული აუფრთხო ზეცაში, ლეში აქვს დამიწებული

წინ უძღვის ჯარსა მამაცსა, მეომარი ჰყავს მრავალი
ყველა მხნედ არის ბრძოლის წინ, ვერ დაღლის მათ გზა სავალი
ვერ დაღლის ვერცა მზის სიცხე, ზენიტსა ამომავალი
გოლიათი ჰყავთ მოძმეთა, სიკვდილის შუამავალი

ფერდობის წვერზე შემოდგა, საჩვენად ისრაელისა:
კაცნად რომ მოგაქვთ თავიო, განახებთ ვის რა ელისა
ერთი ვინა გყავთ ისეთი, ოსტატი ბრძოლის ველისა
რომ გამიმკლავდეს პირისპირ, სისხლი არ ვღვაროთ ერისა

თუ დამამარცხებს და დამძლევს, ბატონად თქვენ გაღიარებთ
გავხდებით თქვენი მორჩილნი, პირუტყვად, ლაჩრად ვიარებთ
მე თუ დავძლიე ბრძოლაში, თქვენც ამ ბედს გაიზიარებთ
იქნებით ჩვენი მონები, თეთრ დროშას ააფრიალებთ

მეფედ მჯდომი ისრაელის, საული არს კურთხეულად
კაცი ოდესღაც მამაცი, შიშსა ებრძოდა ეულად
გულთა ფიქრობდა, ნანობდა: სიცოცხლე მექცა წყეულად
ახლა რა მოვიმოქმედო, როგორ გამოვჩნდე მხნეულად?

ამ დროს ცხვართა ფარას მწყემსდა, ვაჟი მრწემი ისრაელთა
აძოვებდა თავის ფარას და აფრთხობდა ნადირ მგელთა
ტანად სუსტი და უღონო, საუბრობდა მხოლოდ  ღმერთთან
რა იცოდა რომ მას ბედი, აგზავნიდა ბრძოლის ველთან

გაეშურა ყრმა დავითი, თხოვნა მამას შეუსრულა
დაინახა ბუმბერაზი, ჯერ ბოლომდე არ მისულა
ამცნეს მას ამბავი გლახა, საქმე მათი რომ წასულა
იმუქრება გოლიათი - ყოველმანს ამოგჟლეტთ სულა

ყრმამ შეისმინა პირობა, ფილისტიმელთა მთავრისა
ვინც დაამარცხებს შეიქმნის მეფედ ყოვლისა მხარისა
მეტი რა უნდა ჭაბუკსა, ამაზე სანატარისა
ყელთ შემოიხვევს მრავალ ცოლს, მაგივრად ცხვრისა ფარისა

სწვდა ხმა მეფესა საულსა, გამოჩნდა მეომარიო
სუსტია ტანად და ნორჩი, მაგრამ დიდგულად არიო
და განაცხადა ხელმწიფემ, მომგვარეთ, უხსენთ კარიო
ჩვენსა ადგილას მყოფელმან, არ უნდა ვთქვათ უარიო

დადგა ჭაბუკი მეფის წინ, და მხნედ დაიწყო ბაასი
ჩემს ტანს ნუ უმზერთ ალმაცერ, დათვი მომიკლავს ათასი
ლომთ ხელით ვახრჩობ უბედურთ, მტერთ მყოფელთ ჩემი ფარასი
მტრის წინააღმდეგ გამიშვით, არ მეშინია არასი

მეფე დაფიქრდა, დაღონდა, როგორა ვწყვიტო რაობა
კი მოწონს მჭერმეტყველობა, გულითაც აქვსო მზაობა
ჭკუიდაც ბრძენი ყრმა არის, არად ღირს მასთან დაობა
ნებას გრთავ, მიდი ებრძოლე, ადიდე შენი თაობა

დავითი შეხვდა მეთოკეს, ეშინია ვინა სთქვაო
გოლიათი მას უყურებს, ვერა ნახეთ მეტი სხვაო?
დამცინავად, გულაგდებით, უთხრა ამოიღე ხმაო
გულმაც ვაჟის არ ითმინა, შურდლით სტყორცნა შუბლში ქვაო

გდია უგონოდ დევკაცი, თავსა ჰკვეთს ჭაბუკი ხმლითა
ფილისტიმელთა ჯარი სდუმს, ისრაელნიც სდუმნან ხმითა
დაამარცხა გოლიათი, უკვირთ... როგორაო? რითა?
არა ძალითა და ღონით, კაცი ძლიერია ღვთითა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი