ნატვრა
იმაზე ვნატრობ ღამითა ჟამი რომ დგება ძილისა რომ გული მქონდეს უდრეკი გამძლე ყოვლისა ჭირისა ვერ გამიტეხოს ავ სიტყვამ ნათქვამი ავი პირისა ვერც ამიმაღლოს ქებამა დღე რომ დადგება ლხინისა; არ მწადდეს სხვისი სახელი, არ მშურდეს მზისა სხივისა... მთვარეც რომ ვიყო მე ბნელი ჩრდილიც რომ ვიყო ჩრდილისა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი