აკვიატებული ფიქრი


ღამით ცაში მთვარე სავსე
და ვარსკვლავთა, თითქოს, სევდა
შენზე ფიქრებს მივამსგავსე
დიდხანს ეს ფიქრები მსდევდა;
ვით მზის სხივი, სულში მწვდომი
ვით ზღვა შავი, გულ-მღელვარე 
ასე ჩემს ფიქრებში მჯდომი 
ეს დღე წამად გავატარე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი