ოლიმპოსი
შორიდან მოჩანს მთა ოლიმპოსი, და ფეხქვეშ მიჩქეფს სტიქსი სულსწრაფი. ბედს ვებრძოდი ვით ოიდიპოსი, სიცოცხლე მსურდა სავსე და მძაფრი. მისებრ დავმარცხდი, მისებრ შობილი, ჩემს ბედს მიწერენ სამი მოირა. ფეხქვეშ ისევ ჩქეფს სტიქსი გმობილი, ჩანს ოლიმპოსი ისევ შორიდან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი