გვარი


რჩეულიშვილი დავითი, დავიბადე გორსა შინა
ოთხმოცდათოთხმეტ წელსა, მარტის თვე იყო მაშინა
მამაჩემს ეძახდნენ სოსოს, დედაჩემს კი, ჰქვია ინა
მისგან მერგო მე სახელი, ვინც იცხოვრა ჩემზე წინა

მისგან მერგო მე სახელი, მისგან მერგო ჩემი გვარი
მწადია თუ მას არ ვჯობდე, მისი ვიყო თანაბარი
საქმე ვაკეთო კეთილი, საქმე ვაკეთო მაგვარი
სიამაყით რომ ვიცხოვრო, არ ვარცხვინო წინაპარი

არის რუსთაველის თქმისა "მსგავსი ყველაი, მსგავსსა შობს"
ნაყოფს თუ ჭამ კარგს საამოს, შეაქე შენ ფესვი ხისა
საამაყო რაც გაგაჩნდეს, მხოლოდ შენი წინაპრისა
ნაკლიც შვილსა ისა ჰქონდეს, რაცა იყო ჯერ მამისა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი