ანდერძი მამისა


მამავ, ანდერძად მიბოძე 
წმინდა მე შენი სახელი... 
არა მჭირდება ქონება 
მრავალტანჯული,ნაქელი 
ოქრო ხომ მუდამ ილვა - 
დღეს მთად, ხვალ დარჩა მუჭადა 
შენგან დატოვილ სახელს კი, 
ვერად დავხარჯავ ფუჭადა 
ვერ გავცემ, ვერ დავარიგებ, 
ვერ წამგლეჯს ქარი ძლიერი 
უკაცურ უდაბნოშიაც 
გავძღები მწყურვალ–მშიერი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი