აარონიდან იმედის კარამდე /Συναισθησία της ελευθερίας/


ტრენდულ ნარატივს ვერ აიტანს ყოფა მარტივი, 
ვით სიმარტოვე
და სისადავით  წარღვნას აპირებს...

ეფოდის თვალთა ბრწყინვალე დასით -
წამოატირებს იისფერი ელავა საფირონს,
დაინთქა დათან, 
შვრიის ფაფას ირჩევს აბირონ.

თავისუფლებას ეწაფება სიმდაბლის თასი, -

ანგელოზური, ფრთანატკენი, ნაომარ ტივით,
ცას უნაპიროს,
მოინაპირებს, რა, თანდათან, მოსეს უნასი;: -

ლოცვა მარადი, -
ამასოფლის სრული ნონსენსი, -
შენი სახელით მოზიდული კვერთხი მოსესი!

ბრძანება ბასრი შეაყოვნებს კალენდრის ტაბლოს
და გააქვავებს მთვარის ჩრდილთა ლურსა ჭენებას,
აიალონის მშრალ მაჯაზე,
ყურღანთა დაბლობს;
ძველ გაბაონთან,
სადაც ახლა ფუტკარი თაფლობს,
ჩვენ შევესწარით მზის გაჩერებას, -

კრავის მოწმობის კარავთაგან.
არვის არ ავნებს
მიზანს აცდენა, გამჭრიახი, განზრახ, ყასიდად,
მზის დადუმება ამობურცავს ყურის ბარაბნებს
და უჩვეულო აღსარებას ამბობს ხასიდი...

მწვერვალს,
ქვესკნელთა ირაოდან, იპყრობს ორბი და
დაუთის წრეებს
რძიანი გზის მოსწყდა ელიფსი
და უბრუნდება "ძველი დღეთას"
პირველ ორბიტას...

ორეულთაგან გამოარჩევს, ნამდვილს, ელისე,
სად "სინანული" სინანულს ჰგავს: -
მწარე და ამო, -
იუდას ჯანღი, ჩადენილი საქციელისთვის...
და პეტრეს ცრემლი 
დაკარგული მოყვასის გამო...

სივრცეებს სერავს,
ან, თუ აღხდა, თიხას, სარქველი
და ბუნიობის სასწორს ითვლის მწუხრის თემიდა,
ეკრძალვის მზერაით,
მას, ვინც აღთქმის მოქცევას ელის,
სარწმუნო თვალი, ლიტანიობით, ღამისთევიდან,
უდაბნოს მზეში ამაღლებულ სპილენძის გველის.

27. 09. 2015

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი