L-IBER
დიდების ფრესკებს ქერობინი ჩამოხსნის ზეწარს... ჯერაც წამოთქვამს ეს საწუთრო: - „UMBRAS ET PULVIS!..“ - გლადიატორთა, როს ამორფულ პროფილებს ძერწავს მატადორთაგან, მქუხარებით კოლოსეუმის... და იქვე, როგორც ელვის ბრჭყალით მოთხრილი განძი, ნიბელუნგების, ნისლოვანი, ბნელი მიწიდან,.. აღეტყინება ზნე, საცისკრო ცეცხლივით ანცი, - იმ საქციელით, კეისართა გულს რომ ძიძგნიდა... დავინდე ტორო და „წავაგე“ ჩემი კორიდა,.. შეგუბდა ბრბო და რისხვით მმარხავს:- "HOMO NO(N) GRATO!..“ ვიღაც შეშლილი, იმპერიის ოქროს ყორიდან, ზოდებს მიშენს და მეღიმება: - არა ვარ მარტო!.. მეტამორფოზებს მეტაფორის ამკობთ სიგელი... არავის უკვირს, ხარს თუ ომში ლომი ერევა, გვირგვინზე უფრო განადიდებს მეფეს სიქველე, მწუხარე რაინდს - ხმალზე მეტად ლმობიერება!.. 11. 08. 2016 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი