შუაღამიანი "medical-Cross"
ისევ მოგესალმებით, როგორც ნაცნობ დიაგნოზს... (- წარმატება, ექიმო!..) - ძველ გრძნობაზე დაგეშილ გულში, ექოს კოპირებს... - ახალ რითმას მიაგნო, ახლა თვით ვეცხადები, ნასვამ სისპეტაკეში - უსაშველო მწვერვალებს; ჩარჩენილი ეს გული გაფითრებულ პანდორას დაცლილ სკივრში მიბორგავს, - რჯულის გამყინვარებით... მესმის ხმები ფრესკული… რაგნაროკთან ბრძოლაში, მტრედის ხელებს მიბორკავს - ფარისევლის იერი; გობლინებსაც არ ჰქონდათ ისე ბილწი ენა, და შეიცვალა დიქცია გველმა... ახალნერონმა, გადაცმულმა არქონტად, საქართველოს სამოთხე ჯოჯოხეთად მიქცია, - მათ ეგონათ... ნისლები ადრე ელვის ებურათ, მე კი წმინდა საფლავის მხოლოდ ტილო მინათებს, ვიდრე დაჰხსნის კაცის ძე წყვდიადს ელვისებურად და გარდაცვლის ცოცხალი ცეცხლით... ილუმინატებს - რად აშინებთ ნათელი? მონათაფლი ერების - რაა ჰერალდიკანი? ჭიანჭველის ასაკთან - კრაზანების ბუდეა... მონა ტამპლიერების, - ან და რა შუაშია... ახლა ცის ავაზაკთან - ერთად ლიტანიობენ უჩინარი ბერები, სადაც ჯვარზე გაკრული მოლოდების პიკია, შემოუტევს სამყაროს გამთენიისფერებით, სიტყვით შეგუბებული მართალ სულთა სტიქია... 01.04.2021.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი