დასამდაბლებელი (ერის)
ცასაც არ ჰქონია ყველას ემპათია, თუმცა მის ხელთაა ყველა ზნე და წესი; სულის შემგინებელს აღარ ეპატია, ხორცით, მოტაცებულ, გმობა ევროპესი; - თუმც წარსულის მითებს მოეკიდა რული, მაინც მისი სისხლი უფრო ქართულია და "რაც ხარისათვის არის აკრძალული, - იუპიტერისთვის ნებადართულია"... ...თუ არც საცრემლოზე შეგიკრია ტივი და ვერც ოქროს ვერძი შეაჯახე "არგოს," - კარგად შეინახე შენი კრეატივი, შენი ქართველობაც არსად დაგეკარგოს... 13.06.2019.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი