ენეასის დეჟა-ვუ


- ვესტას დანატესტია
ეს მორიგი ზღართანი, -
იღიმება ჰესტია,
ძიძა კეისართანი...

ისევ აფუსფუსდები: -
ბინდნი დამართ სხდებიან...
შეწირული ფუსტები
ისევ დამარცხდებიან...

წინაპართა დიდება,
ვაზის რქა და ულვაში,
ძეძვზე გაიყიდება,
ბროკერების ბულვარში..

"ლებო..."
"ყუცი..."
"ურია..." -
ისევ, ისევ, ისეა...
რევოლუციურია,
რაც მყიფე და მქისეა...

- ეგებ თარგმა ითარგოს!
(აქაც დუმს ენეასი...)
ააბორგებს იდალგოს
ლანდი დულსინეასი...

იანუსის ურდული
დარჩენია ცას ღია,
მენტორების ჟღურტული
კედელ-ყურეს ასხია...

თუ აღაგზნო პანდორემ
ელვისებრი პითია,
ცას მიმიწვდი ხმავ, თორემ
მიწა ევრიპიდეა...

31.08.2017.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი