ან ეს თეზ(ი)ა
ჰაერი კათეტერის ტირეა, ირეალური ბოლავს აირი, ერიდა სისხლის მონადირეა, - იარებაა; ათასნაირ(ი) - მიმიკებს ირგებს ექიმი მიმი, "diminuendo"... ყრუ ანტონიმად - იმის ბგერათა დუნეა სიმი, ან ფანტომია, ან პანტომიმა... მდორე სურნელი - "Dior J'adore," მიფერმკრთალდება თეთრი კულტები, თაბორისფერი შენი ამბორით და ზმანებებში მიერთგულდები... - სიმბიოზია... ქრება ზომები; უვადოების ექო - "დეჟა ვუ"... იმეორებენ რიბოსომები: - დეზოქსი-რიბო- ნუკლეი-ნ-მ- ჟ... ავად .... და არდაწყებულ გზას ვუბრუნდები ვიდრე იკიდებს ნამყოს მინა ხავსს, სად ძველი ფოსტის მტრედის ხუნდები, მომავლის ფერმკრთალ ცაზე მინახავს. 29.01.2021.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი