ლექსის ბაზარზე ძველ "როლს-როისს" ჰყიდდა პოეტი
- რამდენი ცხენის ძალისაა შენი მანქანა? - სტროფნახევარი "მერანის" და "ლურჯა ცხენების" - ორ სტროფნახევრის; ამას გარდა "მწარე ენების კრიტიკოსებიც" არაერთხელ ააქაქანა... შესაშური აქვს ძრავის რიტმი და მხარდაჭერა - სემიოტიკის; საპოხად ხმარობს უძვირფასეს ალტერაციებს; მოყვარეს ათბობს, მოძულეს კი ტანში აციებს, - საკმარისია გულზე მჯიღის ოდნავ დაჭერა; საბჭოეთამდე მუშაობდა სისხლის რითმებით, გადაკეთებულს ლენინური ერგო პრემია, ახლა მუშაობს მოზომილი ალგორითმებით... - გაგიფრენია ჩემო ძმაო, გაგიფრენია... 04.05.2019.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი