იბერიას


სადაც მთავრდები, თავთუხივით იქვე იწყები,
გცვივა ფოთლებად, - არტაანი, კოლა, თუ ხოფა...
ფიცხელთა კოცონს, შორიდანაც ნუ ეფიცხები,
თორემ მოგიწევს ძმადმოსული ღმრთის უარყოფა!

თორემ! -
შეაწყვეტს ქალწულებას მტარვალი ღილებს...
თორემ! -
მდოგვივით გამწარდება ტარიგის ვნება...
თორემ! -
ანაზდი დაყივლებით ძველ მოძახილებს
სისხლის ცრემლებად გააწვიმებს ჯვრით გათენება...


19.04.2019.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი