აგრე SORRY


წვიმს ბომბების დასი, ანდა
ნაღმების ტყე, უსიერი,
თვითონ მეტად დაზიანდა
არესი და რუსი ერი.

კრემლის ოდიოზურ პოზებს
მიაცილებს ნიმფა ძილით,
ოქროს ბოსებს აჰიპნოზებს
იმბეცილი იმ ბაცილით.

განა ოქროს ბარხანები,
ანდა მართლა ყანებია!? -
უთარ-ხანო თარხანები
ხანებს ეთარხანებიან...

მიუბოძა არე, შველად,
იმ ბიძიამ ამ ბიძიებს,
მაგრამ მაინც არ ეშველათ
იმ ბეცების ამბიციებს.

16.05.2022.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი