სამარხო (კომპ.ლექსებიდან)


ქვიშით ნახეხი, ყოფილი ყვავი
ძიძგნის სამარხო ბეკონებს,
ნეტავი ისეთი ყოფილიყავი,
როგორიც წარღვნამდე მეგონე.

ეს ცა, როგორც მაშინ, ახლაც იმფერია, -
დელგმას ელოდება ბებრების ეფუთი, -
ტყუილის საელჩოსთან დამხვდა იბერია, -
მშიერი ემიგრანტი, ყაჩაღის ბებუთით...

მთებზე შენდება ანტრესოლები და
ცაზე ვარსკვლავთცვენის ენტერებია...
ემტერებოდნენ ადრე ცოლები და
ახლა პოეტებიც ემტერებიან
ლექსებს.
ალესილი კივის ციდან, -
თითო ვარსკვლავია ასი ფუთი,
ფუთი, რაც არის, კი ვიცი, და
რა ჯანდაბა იყო ეს ეფუთი?

04.01.2022.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი