Mag/ic Protection Circle


ბრმად თუ არ ერწმუნე მავანთ-მავანს,
ყმამრავალს და მონა-მოახლიანს, 
ანდა, მის ბუნდოვან ავან-ჩავანს, -
იქვე ტყვიებივით მოგახლიან: -

მაგან რაქვია რომ ააშენა...
მაგან რომ დაამშვენა რავიცი,
დაპირებებიც ხომ გააჭენა, -
დასვა მსაჯულები ნაფიცი...

ეგ რომ იმანოებს პატრონობს...
მაგან რომ მოგვაშორა ნადირები...
მაგის გარეშეო, ბატონო,
ყველას დედა გვქონდა ნატირები...

...

შენ ხარ ჩემო ქრისტე, ჩემო ღმერთო,
მამასთან ხიდიცა და გამხიდველიც!
მაგათ გამო ეჭვი შემომენთო,
ვაი თუ თვითონა ვარ გამყიდველი...

...

იქვე ვირთხებია, სადაც ფული!..
სადაც სვავებია - იქვე ლეში!..
ფრთხილად!  - ყულფებია გადაცმული,
ყალბი მეყულაბის სიქველეში...

16.08.2024.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი