მწირის მემკვიდრეობა


ჯვარი პატიოსანი,
იგავთა გამოცანა, -
ცით ნაკვეთი ოცნება
წარღვნამდელი სტელების,
ძველი გზა და მგოსანი
განდეგილის ოსანა
ამეკრიალოსნება
აცმად განსაცდელების...

რეგალია მაღლივი
ანაცვალე ხეტიალს
და დაცლილი გოშენით
ელდის დროშებს გამოჰფენ!
მზის აღალით დაღლილი,
სად უდაბნოს ხედია,
ეცემიან ქოშინით
და გაქცევას ლამობენ...

ბიბლიასთან "პეტეფი"...
- ქარს მოუხმეთ თელებო!
(დაყრუებულ ტელეფონს
დაცული აქვს ყურები...)
არა, არ მემეტებით
მტრისთვის განსაცდელებო, -
მხსნელო განსაცდელებო
ცად მესაფეხურებით.

03.12.2021.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი