მეტროსადგურის ევრიდიკე


"... - თქვით რაიმე! - მინდა დავრწმუნდე, რომ ნამდვილად ლამაზი ხართ." (სოკრატე)

ვით ალუბალი
უსიერ ტყეში, -
ცის დედოფალი, -
ყვავილთა თქეში...

უკვდავ ტილოთა
თეთრი ზღაპარი,
უადგილო და
მიუსაფარი; -

ვით დაფიონთა
მდედრი მედროშე, -
ჩამოდიოდა
ქალი მეტროში.

შხუნა იხილეს
თითქოს აცტეკთა,
თითქოს მზის ღილი
ცრემლში აცეკვდა...

და, ოქროს თითებს
წვეთავდა ლალი
და აფროდიტეს
ზღვიური თვალით -

როცა ავსულთა
დასცა ჰადესი,..
ასე დასრულდა
ესე ჰადისი:

- რას მამშტერებიხარ?
- ...

2002.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი