აბო
სული, აბოს სულით, ამბობს, არა წყვეტით, არა ბმულით, ჰგავს უდაბნოს მზეში ნალხობს წატირება არაბულით: - ღამე გვიცავს მზისგან ფარად, ქვიშა ლოკავს თხათა არვეს, ხვატი აშთობს ჩვენში მარად ისმაილის ხალთა-კარვებს. შენში, ერთა წინამძრვარო, მზევ - ებერის ალალ ფესვის, უკვდავების ბრწყინავს წყარო, შენით ქრისტეს წყალი შევსვი... დღეს კი შენზე ზეცა მწყრალობს, შენზე საყვედური მესმის... ჩვენში მსჯავრიც ეთქმის აბოს, ქრისტეს ბეჭედს - ბეჭდით ყადის, გულთა მზრალობას მიაპობს, ვით რევანში მეჯიჰადის: - ვარ არაბი და იესოს, ჩვენში ეძახოდნენ ისას, სადაც მწყემსის ძაღლიც მწყემსობს, - ფარას სიცოცხლითაც იცავს... მრავალ თქვენგანს ვერცხლი ღუპავს, - იუდასთან დაამზახლებს, არც ვკადრებდი მაგ ულუფას, მამაჩემის ფარის ძაღლებს. მსურდა შენით სარკინოზებს, მოედრიკათ საღვთოდ გული, ახლა სულის სარკით მოგსდევ, ვით სინდისის მოციქული... ... ხვატი ჰმოსავთ ჩვენში გვალვებს, ამბობს სული, აბოს სული, თქვენში უფლის ხე შრიალებს, საცხოვრისად ამოსული... სად ბულბულთან შაშვი გალობს, სურნელად და ამოდ სულის. 20. 12. 2015.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი