Adagio
(in D minor) მივდივარ, როგორც ნაღმერთალ ტაძარს ეთხოვებოდა ვინმე რაბინი, - ცა ეძალება ღამეულ ძაძას და შებინდების ვით ქერობინი, - გზას მიიოლებს ვიოლონჩელო და იობივით მოთქვამს ჰობოი, - სევდის მორჩილი, როგორც მარჩელო, - ვენეციური მზის მეკუბოე. და ეწირება ძეწნარს "ადაჯო," თითქოს საყდართან კრავი დაებათ, რომ გული ისე მაინც დატანჯო, ჯვარზე შეიცნო შენი ღვთაება. ბოლოს ხომ მაინც დასწვავს ანუბისს, შენი ცრემლების ელვა და რეში, - გზათგასაყართან, ქრისტეანობის და პოეზიის ჩამავალ მზეში?! მიმყვები ასე ლექსად, ფარული და არ ეგების რითმის წვალება, საკმარისია ეს სიყვარული, და ძლიერია ვით მიცვალება. 2003
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი