რიტორიკული რიკული
"მუშკაზე" მყავდა დაჭერილი, და ვერ მოვკალი, თავისი ჰყოფნის, მოღალატეს, ოქროს გალია... "მავერბოვკალთა" ვარ ამაო ნავერბოვკალი და მებრალება ცივ ზამთარში მწერი, კალიაც. და დაჰკანკალებს აწმყოს, როგორც სიზმარს წუთიერს, - ერთუჯრედიან მის სიცოცხლეს, ასე უმწეოს, ნაცვლად გვთავაზობს, ვინც ბაბილონს ღამე უთიეს, თუნდ მზიანი დღე, მარადისის, გააუმზეოს... ვვალ სამსჯავრომდე, ასე, სინდისგაუკაწრავად... სად დაყურსულან, ვინც კი ახლა ბოროტს გვიპირებს, "მავერბოვკლებთან" შეკითხვა მაქვს: - ჩვენ უკაცრავად, - სუფთა თუ იყავთ, თქვით, თვით როგორ გადაგიბირეს?! 24.09.2025
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი