დებორას დარდი
დებორას დარდი უბრად მწუხარებს დებორა, უომრად ბორგავს ბარაკი, ურჩია, თავისებურად, ფრაკი და ურაკპარაკი... მეფე უარყვეს, და რაკი მეპურე მორთეს მეფურად, ხარი ეგონათ ზვარაკი და ლაბა-ხარი ეფურათ. "კვირას" და "წითელ პარასკევს" რიდე და თალხი ებურათ... რაც გინდა ილაპარაკე, წყალს ნაყავ, კვლავინდებურად. ... ვიდრემდე ცას უგალობდი, მტერი გიოტა მშიშარა, - კარავში, კარვის პალოთი, დაჭედებული სისარა. 11. 11. 2025
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი