კოგნიტური შარჟი


ბარბაროსი, თუ ბარაბა,
ჰრულის "კოროლის" როლით,
კანაფით გააარაბა
უპატრონო და ტროლი,

"Country" - კადრების კადრებით,
ხვნეშით ხენეში მოხნა,
ადრე ნუ გაიბადრებით,
მოყავთ ოღნაშოს ოყნა...

მუდამა გუდავს უტარო,
თაროში - ორი დროშა,
სპარსელ/თა თარით, უდარო
როშის მიდრაშებს როშავს.

და რაკი არ ვიხარკები,
ენით შენით და ჩემით,
ოლიგარქების კარგები, -
ენჯეუების ჯემით...

დანარცხვებული, მარცხნიდან,
დამარცხებული მორცხვი,
ვინც მის სარცხვენელს ვარცხნიდა,
ცოცხალია თუ ცოცხი?

27. 11. 2025

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი